Thursday, July 19, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1პროექტის სახელწოდება.  ვაშლოვანის  ნაკრძალი
2პროექტის  მთავარი  იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  დაცული ტერიტორიების უკეთ  გაცნობა, მათი მიზნების პრობლემებისა და გეგმების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და პრეზენტაცია.
3პროექტის  აქტუალობა:მოსწავლეები გაცნობიან საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, კერძოდ,ნაკრძალს. მას მკაცრად იცავს სახელმწიფო და იქ დაცული სახეობები ,,წითელ წიგნშია " შეტანილი.
4პროექტის  მიზნები: მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის ინფორმაციის მოძიების,თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. სწავლობენ თეორიულის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.  დასკვნების გამოტანას და ბუნების დაცვას.
5მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
6ვადები/ხანგრძლივობა  2  კვირა
7მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას  ეცოდინებათ ვაშლოვანის ნაკრძალის სახეობრივი მრავალფეროვნება  დაიმ სახეობათა ჩამონათვალი,რომელიც გავრცელებულია აქ და  შეტანილია  ,,წითელ  წიგნში".შეიქმნას  პრეზენტაციები  და  განვათავსებთ  ბლოგზე.
8პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  ფოტოაპარატი,  ფანქარი, ბლოკნოტი, საველე ფეხსაცმელი  და  ტანსაცმელი.
9პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):  კლასი იყოფა 3 ჯგუფად, თითოეული ჯგუფი  ატარებს კვლევას.  მიდიან  ნაკრძალში ექსკურსიაზე ,ერთი  ჯგუფი იკვლევს  მცენარეთა  სამყაროს, მეორე ჯგუფი ცხოველთა  სამყაროს, ხოლო მესამე ჯგუფი ნაკრძალის  ლანდშაფტს. იღებენ ფოტოებს,  ინტერვიუს თანამშრომლებთან და  წარმოადგნენ პრეზენტაციას.
10საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: ბიოლოგია გეოგრაფიასთან.  ეკოლოგია, ბუნების დაცვა.
11პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლაურა  მაძღარაშვილი.
12ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა;lauramadzgarashvili@gmail.com

13პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:lauramadzgarashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment